ლევერკუზენის დუბლი | ხაბი ალონსოს გუნდმა გერმანიის თასიც მოიგო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის თასის ფინალში "ლევერკუზენი" "კაიზერსლაუტერნს" დაუპირისპირდა და ხაბი ალონსოს გუნდმა მინიმალური სხვაობით 0:1 გაიმარჯვა, მატჩში ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გრანიტ ჯაკამ გაიტანა.
"ლევერკუზენმა" გერმანიის ჩემპიონობასთან ერთად, გერმანიის თასის მოგებაც იზეიმა და 2023/24 წლების სეზონში დუბლის შესრულება მოახერხა.
ხაბი ალონსოს გუნდმა ისტორიაში მეორედ მოიგო გერმანიის თასი, პირველად მათ ეს 1992/93 წლების სეზონში შეძლეს.
🏆 Pokalsieger 2024. Dieses Team! 🥹#FCKB04 0:1 | #DFBPokalFinale | #Winnerkusen | #ForOurDream pic.twitter.com/jOlSN44odG
— Bayer 04 Leverkusen (@bayer04fussball) May 25, 2024