Belive

"ერიკ ტენ ჰაგმა შესაძლოა ბუნდესლიგის გუნდი ჩაიბაროს" - Sky Sport News

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდელი, ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა "ლევერკუზენის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, ინფორმაციას Sky Sport News ავრცელებს. ბოლო დროს ხშირია საუბრები ხაბი ალონსოს გუნდიდან წასვლის თაობაზე, ტენ ჰაგი კი მის პოტენციურ შემცვლელად განიხილება. "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გათავისუფლების შემდეგ 55 წლის სპეციალისტი ამჟამად კლუბის გარეშეა დარჩენილი, "ლევერკუზენისთვის" კი ნიდერლანდელი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, კიდევ ორ ვარიანტად უკლუბოდ დარჩენილი ხავი და "რეალ სოსიედადის" მთავარი მწვრთნელი იმანოლ ალგუასილი მოიაზრებიან.

გერმანული გუნდი ხაბი ალონსოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც დიდი ალბათობით "ლევერკუზენს" დატოვებს, კარლო ანჩელოტის შეცვლის და მუშაობას "რეალ მადრიდში" გააგრძელებს.

სხვა სტატიები