Belive

"კარვახალი ოქროს ბურთს უდავოდ იმსახურებს" - ილია თოფურია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023 წლის ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი დასრულებულია. როგორც სანაკრებო ისევე საკლუბო დონეზე სხვადასხვა ქვეყნისა თუ კონტინენტის ჩემპიონები გამოვლინდნენ. ახლა კი დროა წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდეს.

ოქროს ბურთის წლევანდელ გათამაშებაში ევროპელი ფეხბურთელები ჭარბობენ. საუკეთესო ხუთეულიდან 3 ევროპელია. აღსანიშნავია, რომ Top 5-ში ჩემპიონი ესპანეთიდან 2 მოთამაშე მოხვდა. ერთ-ერთი დანი კარვახალია, რომელიც GOAL-ის ვერსიით სიაში მეოთხეა პოზიციაზეა.

საინტერესოა, რომ UFC-ს ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას აზრით, ოქროს ბურთს სწორედ დანი იმსახურებს.

დანი კარვახალმა ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც უფრო მეტი ტიტული აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენს. ასე რომ, ოქროს ბურთს უდავოდ იმსახურებს. - განაცხადა ილია თოფურიამ
在 Instagram 查看这篇帖子

ESPN Deportes (@espndeportes) 分享的帖子

2023-2024 წლის სეზონში დანიმ 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, საკუთარი კარი 21-ჯერ მშრალად შეინახა. 32 წლის მცველმა ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები