დავიდ დე ხეა: "ანტონის მარჯვენა ფეხით არასდროს გაუტანია"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გასულ ღამეს კონფერენს ლიგაზე "ფიორენტინა" და "რეალ ბეტისი" დაუპირისპირდნენ. ერთმანეთს ორი ყოფილი თანაგუნდელი დავიდ დე ხეა და ანტონი დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელმა ესპანელის კარის აღება მოახერხა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ეს გოლი ბრაზილიელმა მარჯვენა ფეხით გაიტანა. ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესო მას შემდეგ გახდება, რაც დე ხეას კომენტარს მოისმენთ.
მასთან ერთად 1000-ჯერ მაინც მივარჯიშია და მარჯვენა ფეხით არასდროს გაუტანია. არცერთ ვარჯიშზე! თუმცა, ახლა ის თავდაჯერებულია და ყველას კარგად აჩვენებს რა მოთამაშეცაა. დარტყმა კარგად ვერ დავინახე, რადგან მოთამაშე მეფარებოდა, მაგრამ ანტონიმ კარგად დაარტყა. მის გამო ბედნიერი ვარ, რადგან "იუნაიტედში" რთული დრო ჰქონდა და ახლა ანტონის საუკეთესო ვარიანტს ვხედავთ. - განაცხადა დე ხეამ
შეგახსენებთ, რომ "ფიორენტინასა" და "რეალ ბეტისის" შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ანტონის გარდა, ესპანური გუნდის რიგებში თავი ეზალზულმა გამოიჩინა. "ფიორენტინას" მხრიდან კი ერთი ბურთი ლუკა რანიერიმ გაქვითა. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 8 მაისს 23:00 საათზე დაიწყება.