Belive

ლევანდოვსკი - ლოიალური ფანების გარეშე ინდივიდუალური ჯილდოს მოგება შეუძლებელია

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

29 ნოემბერს, ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ფავორიტთა სამეულში ლეო მესი, რობერტ ლევანდოვსკი და კარიმ ბენზემა დომინირებდნენ და საბოლოოდ, ოქროს ბურთის მფლობელი არგენტინელი სუპერვარსკვლავი გახდა. აღსანიშნავია, რომ ლეო მესი უპრესტიჟულეს ინდივიდუალურ ჯილდოს მეშვიდედ დაეუფლა. ლეო მესიმ 613 ხმა მიიღო, რობერტ ლევანდოვსკის კი 580 ხმა ხვდა წილად. დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ ლეო მესისა და ალექსია პუტელასს ოქროს ბურთის მოგება მიულოცა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში პოლონელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ უძლიერესი გუნდისა და ფანების გარეშე ინდივიდუალური ჯილდოს მოგება შეუძლებელია.

"ვულოცავ ლეო მესისა და ალექსია პუტელასს - ოქროს ბურთის 2021 წლის დაჯილდოვების გამარჯვებულებს. წლის საუკეთესო თავდამსხმელად დამასახელეს. უძლიერესი გუნდისა და ლოიალური ფანების გარეშე ინდივიდუალურ ჯილდოს ვერავინ მოიპოვებს. მადლობა მხარდაჭერისათვის", - აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.

სხვა სტატიები