Belive

ლევანდოვსკი: "გადაწყვეტილებას ავტომატურად უნდა იღებდე, საჯარიმოში ფიქრისთვის 01. წამი გაქვს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ფორვარდის პოზიციის სირთულეებზე ისაუბრა. "გოლის გატანა არც ისე მარტივია, მითუმეტეს მაშინ, თუ დაღლილი ხარ. 90% შემთხვევაში გოლი გონების სხარტი მუშაობისა და კონცენტრაციის მაღალი დონის დამსახურებით გადის. როცა იღლები, ფიქრსაც უფრო ნელა იწყებ, მაგრამ სივრცე და დრო არ იცვლება.  როცა საჯარიმოში აღმოჩნდები, ფიქრის და გადაწყვეტილების მიღებისთვის მხოლოდ 0.1, შესაძლოა 0.2 წამი მოგეცეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ უმეტესწილად ვვარჯიშობთ.  თავდამსხმელები ვცდილობთ, რომ გადაწყვეტილების მიღება ავტომატიზირებულ პროცესად ვაქციოთ. არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით მოდის ბურთი ჩვენკენ, თავზე, მარცხენა ფეხის ქვეშ თუ მარჯვენა მუხლთან. ყველა შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ. ფიქრისთვის დრო არ გვრჩება, საქმე უნდა გავაკეთოთ," - თქვა პოლონელმა ფეხბურთელმა. ბავარიული კლუბის 31 წლის გოლეადორს დიდებული სეზონი აქვს. ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში გატანილი 45 გოლით ის ჩემპიონთა ლიგისა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია და ოქროს ბუცისა და ოქროს ბურთის რეიტინგში პირველია.

სხვა სტატიები