Belive

დანაკლისი ბაიერნს - მუსიალა ტრავმირებულია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ 2023/24 წლების საფეხბურთო სეზონი TOP 5 ჩემპიონატისთვის გაიხსნა. 

ბუნებრივია, საკუთარი შეხვედრა ჩაატარა ყველაზე ტიტულოვანმა გერმანულმა კლუბმა - მიუნხენის "ბაიერნმაც", რომელმაც "ვერდერს" გასვლით მატჩში, 4-ბურთიანი უპირატესობით, ანგარიშით - 0:4, აჯობა. 

გერმანელებმა მართლაც რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა მომდევნო შეხვედრის წინ, გუნდში არასასიამოვნო სიახლეა. 

მიუნხენის "ბაიერნის" 20 წლის ფეხბურთელი, ჯამალ მუსიალა ტრავმირებულია. გერმანული მედიაგამოცემები იუწყებიან, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი გუნდს ბუნდესლიგის მეორე ტურში ვერ დაეხმარება.

"რეკორდმაისტერის" მომდევნო მეტოქე აუგსბურგი იქნება, რომელიც ბოლო 5 შეხვედრის სტატისტიკის მიხედვით (3 მოგება ბაიერნი, 2 მოგება აუგსბურგი), შეიძლება ითქვას, რომ გუნდისთვის უხერხული მეტოქეა. 

ტომას ტუხელი მუსიალას დანაკლისს უდიდესი ალბათობით მიულერით ამოავსებს, რომელიც გასულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

სხვა სტატიები