Belive

ლევანდოვსკი ბარსელონას ისტორიაში შევიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მესამე ტურის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. კატალონიელთა მხრიდან გოლები ლევანდოვსკიმ (დუბლი), პედრიმ და სერხი რობერტომ გაიტანეს.

"ვალიადოლიდის" კარში ორი გატანილი გოლის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკის 3 ტურში 4 გოლი დაუგროვდა, აღნიშნული შედეგით პოლონელი "ბარსელონას" ისტორიაში შევიდა.

რობერტ ლევანდოვსკი XXI საუკუნეში "ბარსელონას" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგის საწყის 3 ტურში 4+ გოლის გატანა შეძლო და ორ მატჩში დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ლა ლიგის საწყის სამ ტურში 2 გამარჯვება და 1 ფრე აქვს. კატალონიელები 7 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები