ლევან მჭედლიძე დინამოს დაემშვიდობა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლევან მჭედლიძემ "დინამო თბილისი" დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "დინამო თბილისის" ვებ-გვერდი ავრცელებს.
"ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა დინამო დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში", - აღნიშნულია "დინამო თბილისის" განცხადებაში.