Belive

ლევან მჭედლიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ, კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 33 წლის თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა:

,,თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ
საოცარ სპორტთან მიწევს გამომშვიდობება... ფიზიკური პრობლემების გამო.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა ამ დროის მანძილზე...
გამორჩეულად მადლობას ვუხდი ემპოლის, კლუბს რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში და გვერდში მედგა პირველივე დღიდან...

ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. საქართველოს ნაკრების მაისურით ნათამაშები ყოველი თამაში გამორჩეული და საამაყო იყო ჩემთვის!

მადლობა პალერმოს, დინამო თბილისს, დინამო ბათუმსა და ქუთაისის ტორპედოს.

მიეცით ყველაფერი ამ სპორტს ახალგაზრდებო, რომ რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოთ და ისიამოვნოთ ამ დაუვიწყარი გრძნობებით! - ლევან მჭედლიძე

ლევან მჭედლიძემ კარიერის უდიდესი ნაწილი იტალიაში, ,,ემპოლიში'' გაატარა, სადაც ჩატარებულ 164 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ქართველი თავდამსხმელი ორი სეზონის განმავლობაში ,,პალერმოშიც'' თამაშობდა. მისი ბოლო გუნდი კი ქუთაისის ,,ტორპედო'' იყო.

მჭედლიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

View this post on Instagram

A post shared by Levan Mchedlidze 🇬🇪🇮🇹 (@mchedlidze_l9)