Belive

ედენ აზარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა და ბელგიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - ედენ აზარმა, სანაკრებო კარიერა დაასრულა.

31 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულება 2022 წლის მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის გამო გადაწყვიტა.

ედენ აზარი ბელგიის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს, მან დღემდე 126 მატჩი ითამაშა, სადაც 33 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი მიმდინარე მუნდიალზე ბელგიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო.

სხვა სტატიები