Belive

L'Equipe: "კვარაცხელია ლუის ენრიკეს პირადად ესაუბრა"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს, რომ კვარაცხელიას პსჟ-სთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე აქვს და ის ლუის ენრიკეს პირადად ესაუბრა.

ცნობილია, რომ "ნაპოლი" ქართველი შემტევის "ჩაკეტვას" აპირებს, რადგან ხვიჩა ანტონიო კონტესთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია, რომლის გარშემოც გუნდის შემოკრება სურს. კვარას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება და განახლებაზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

კვარაცხელია პრიორიტეტია პსჟ-თვის და ლუის ენრიკესთვისაც მას შემდეგ, რაც გუნდის მარცხენა ფრთა, მბაპეს წასვლის შემდეგ, თავისუფალი დარჩა. ფრანგებმა იციან, რომ ნაპოლისთან მოლაპარაკებები რთული იქნება, თუმცა საბოლოო ჩიხში შესვლამდე დანებებას არ აპირებენ.

სხვა სტატიები