L'Équipe: "კონტე რუდი გარსიას ჩაანაცვლებს და ნაპოლის გაწვრთნის..."
ცნობილი ფრანგული სპორტული მედიის ინფორმაციით, ანტონიო კონტე "ნაპოლის" უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს.
პარალელურად კი, მედიაში ხშირად იწერება იმ ფაქტის შესახებ, რომ რუდი გარსიას დღეები ნეაპოლურ კლუბში დათვლილია. "La Repubblica"-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისი რუდი გარსიას კონტრაქტის ორმხრივად შეწყვეტის თაობაზე დღეს შეხვდება.
Former Spurs manager to replace Garcia 🇮🇹
— SPORF (@Sporf) October 11, 2023
Antonio Conte has been linked with a swift return to management after being sacked by Tottenham earlier this year, with Napoli believed to have made him their priority should they part ways with Rudi Garcia. @lequipe pic.twitter.com/SyugdyBInd
ფრანგული "L'Équipe"-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისის მთავარი სამიზნე ანტონიო კონტეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ "ტოტენჰემიდან" დაითხოვეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 54 წლის იტალიელი თავკაცი მზად არის, რომ "ნაპოლის" მწვრთნელობაზე დათანხმდეს, თანაც მას იტალიური ფეხბურთის კარგი გამოცდილება აქვს.
54 წლის სპეციალისტს: "იუვენტუსში", "ატალანტაში", "ინტერში", "სიენაში" და თავად იტალიის ნაკრებშიც კი უმუშავია.
რუდი გარსია 1 ივლისიდან "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელია, რა დროშიც მან 10 მატჩი ჩაატარა და 5 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა, ხოლო 3 მატჩი დათმო. ამ ყველაფერთან ერთად კი, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუდი გარსიას მიმართ ნეაპოლური კლუბის ფეხბურთელები უარყოფითად არიან განწყობილები.