რეინჯერსმა მწვრთნელი გააგდო - ჯერარდი დაბრუნების მთავარი კანდიდატია
ბოლო წლების განმავლობაში, სელტიკი და რეინჯერსი ასეთი სუსტები არასოდეს ყოფილან. ფაქტიც სახეზეა, შოტლანდიის ჩემპიონატს, განვლილი 7 ტურის შემდეგ ჰარტსი ლიდერობს, სელტიკი მეორე პოზიციაზეა, ხოლო რეინჯერსი 12 გუნდიდან მერვე პოზიციას იკავებს...
სწორედ ასეთი საშინელი სტარტი არ აპატიეს რასელ მარტინს და იგი კლუბიდან გააგდეს - რეინჯერსს კატასტროფული სტარტი აქვს, მათ 7 მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლეს, 5 მატჩი ფრედ ითამაშეს, ხოლო 1-ხელ დამარცხდნენ, პარალელურად კი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2/2 დამარცხდნენ.
BREAKING: Russell Martin has been sacked by Rangers after 123 days in charge 🚨 pic.twitter.com/fBxIxy6uxE
— Sky Sports Football (@SkyFootball) October 5, 2025
ასე და ამგავარად, ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რასელ მარტინის გათავისუფლების შემდეგ, რეინჯერსი პირდაპირ კავშირზე გავიდა სტივენ ჯერარდთან. კლუბის მესვეურებს სურთ, რომ ჯერარდი რეინჯერსის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაბრუნდეს.
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, რეინჯერსის მთავარი მწვრთნელის რანგში 2018-2021 წლებში იყო, სწორედ მან შეძლო და რეინჯერსს შოტლანდიის ჩემპიონატი მოაგებინა (2020/2021 სეზონში).
ჯერარდმა რეინჯერსის მწვრთნელის რანგში 192 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 124-ჯერ მოიგო, 27-ჯერ დამარცხდა, ხოლო 41-ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა.
რეინჯერსის დატოვების შემდეგ, ჯერარდის სამწვრთნელო კარიერა ჯერ ასტონ ვილაში, შემდეგ კი საუდის არაბეთის კლუბ ალ იტიფაქში გაგრძელდა.