ლეონარდო სპინაცოლა ნაპოლიში ითამაშებს
რომას ყოფილი მარცხენა მცველი, ლეონარდო სპინაცოლა, რომელსაც დედაქალაქურ გუნდთან კონტრაქტი წელს ამოეწურა, კარიერას ,,ნაპოლიში'' გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი ,,პარტენოპეის'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
გუშინ იტალიურ მედიაში ისიც დაიწერა, რომ ,,ნაპოლიმ'' მადრიდის ,,რეალთან'' რაფა მარინის ტრანსფერი შეათანხმა. გარდა ამისა, ნეაპოლელები ,,ტორინოდან'' ალესანდრო ბონჯორნოს იყიდიან.
გასულ სეზონში სპინაცოლამ ,,რომას'' მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
🚨🔵 Leonardo Spinazzola to Napoli, here we go! Deal in place for former AS Roma player who's recently left the club as free agent.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 5, 2024
Contract until June 2026, agreement set to be signed as Spinazzola and Rafa Marin will be the first two signings for Conte. pic.twitter.com/lQmiJhVGg9