ლეონარდო ბონუჩი საფეხბურთო კარიერა ასრულებს
"ფენერბაჰჩეს" იტალიელი მცველი ლეონარდო ბონუჩი კარიერას ასრულებს, ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა კლუბმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა. 37 წლის მცველმა ეს დღეს "ისტანბულსპორის" წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრამდე გამოაცხადა.
ლეონარდო ბონუჩი "ფენერბაჰჩეს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა და ნახევარი სეზონის განმავლობაში მან თურქული გუნდის მაისურით 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
იტალიელი მცველი ევრო 2024-ზე ლუჩიანო სპალეტიმ არ გამოიძახა, შესაძლოა სწორედ ეს გახდა კარიერის დასრულების მიზეზი.
Yarın aktif futbolculuk kariyerini noktalayacak olan Leonardo Bonucci’ye, Teknik Direktörümüz İsmail Kartal ve oyuncularımız tüm takımın imzaladığı Fenerbahçe forması hediye etti.
— Fenerbahçe SK (@Fenerbahce) May 25, 2024
👉 https://t.co/41sukJcENT pic.twitter.com/CnHreYYE7G
იტალიელმა ლეგენდამ კარიერის საუკეთესო წლები ტურინის "იუვენტუსში" გაატარა, სადაც ყველა ტურნირის 502 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 37 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. კარიერა "ინტერის" აკადემიიდან დაიწყო, შემდეგ თამაშობდა "ტრევიზოში", "პიზაში", "ბარიში", "მილანსა" და "უნიონ ბერლინში", საბოლოოდ კარიერა კი თურქულ "ფენერბაჰჩეში" დაასრულა.
ლეონარდომ იტალიის ნაკრების 121 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლის გატანა მოახერხა.
კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს იტალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატი, სერია A-ს ტიტული 9-ჯერ, იტალიის თასი და სუპერთასი 5-5 ჯერ.