"ჩემი ოცნებაა, იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო" - ლეორანდო ბონუჩი
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ საკუთარი სამწვრთნელო ამბიციები გაგვიზიარა. ამჟამად ის იტალიის 20 წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია და "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელობაზე ოცნებობს.
არ მომენტში ეს გამოცდილება მჭირდებოდა. ძალიან მინდოდა გამეგო მწვრთნელობისთვის საჭირო ცეცხლი მქონდა თუ არა. ჩემი ოცნებაა გამარჯვებული მწვრთნელი გავხდე. "იუვენტუსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ოცნების შესანიშნავი დასასრული იქნება. - განაცხადა ლეონარდო ბინუჩიმ
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩის "იუვენტუსის" მაისურით 502 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ პერიოდის განმავლობაში მას "ბებერ ქალბატონთან" ერთად 8 იტალიის ჩემპიონობა, 4 იტალიის თასი და 5 იტალიის სუპერ თასი აქვს მოგებული.