Belive

ლეონარდო ბონუჩიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

უეფას ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, რომელიც "იუვენტუსმა" "სევილიასთან" სტუმრად, "რამონ სანჩეს პისხუანზე" უნდა გამართოს, 36 წლის ფეხბურთელმა გაამხილა, რომ 2023/24 წლების სეზონის შემდეგ, კარიერას დაასრულებს.

"როცა ფეხბურთის თამაშს მომავალი სეზონის ბოლოს დავასრულებ, ეს იტალიური დაცვის სტილის ეპოქის დასასრული იქნება. საამაყოა, რომ კატენაჩოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ხარ.

იმედი მაქვს, მომავალი თაობის ბევრი მცველისთვის - ფრანკო ბარეზი, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო - მე, ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი კუმირები ვიქნებით.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად ბევრს მივაღწიეთ და გავამდიდრეთ თანამედროვე ფეხბურთი", - თქვა ჯორჯო კიელინიმ.

კარიერის განმავლობაში, ჯორჯო კიელინის "ვიტერბეზეს", მილანის "ინტერის", "ტრევისოს", "პიზას", "ჯენოას", "ბარის", "მილანის" და ტურინის "იუვენტუსის" შემადგენლობაში უთამაშია. მას 9-ჯერ სერია A, 4-ჯერ იტალიის თასი, 5-ჯერ ქვეყნის სუპერთასი და იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი აქვს მოგებული. 2016 წელს ბონუჩი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები