Belive

ფენერბაჰჩემ ლეონარდო ბონუჩი წარადგინა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეონარდო ბონუჩიმ "ფენერბაჰჩეში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოფიციალურად წარადგინეს. "იულკერის" სტადიონზე გამართულ ცერემონიას დაესწრნენ ფენერბაჰჩეს კლუბის პრეზიდენტი ალი კოჩი, გამგეობის წევრები ბურაკ ჩაგლან კიზილჰანი, სიმლა თურკერ ბაიაზიტი და სელაჰათინ ბაკი, სპორტული დირექტორი მარიო ბრანკო და მისი თანაშემწე ოკან ოზკანი.

ლეონარდო ბონუჩი ჩვენი ოჯახის ახალი წევრია. მივესალმებით და ვუსურვებთ წარმატებებს ფენერბაჰჩესთან ერთად - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებში

ლურჯ-ყვითლების განცხადებით ბონუჩის ჯერ სისხლის ანალიზი ჩაუტარდა, შემდეგ ორთოპედიის, შინაგანი ორგანოების, ოფთალმოლოგიის, ყურ-ცხვირისა და ყელის, ზოგადი ქირურგიისა და კარდიოლოგიის, იტალიელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის შემოწმება რენტგენოლოგიური და გულის ანალიზებით დასრულდა.

ბონუჩიმ "იუვენტუსი" 2023 წელს დატოვა და "უნიონ ბერლინს" მიაშურა, სადაც მთავარი მწვრთნელი მას ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებდა და ამის გამო იგი კლუბის მესვეურებზე განაწყენდა, რის გამოც კლუბის დატოვება გადაწყვიტა. ბონუჩიმ, რომელმაც 2016 წელს იტალიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა, კარიერაში 682 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები