Belive

ლეონარდო ბონუჩი ფენერბაჰჩეში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეონარდო ბონუჩი კარიერას ,,ფენერბაჰჩეში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 36 წლის მცველი თურქულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

ბონუჩი სტამბოლში ხვალ ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

იტალიელი ფეხბურთელის ბოლო გუნდი ,,უნიონ ბერლინი'' იყო, სადაც გასული წლის ზაფხულიდან თამაშობდა.

თურქეთის სუპერლიგის 18 ტურის შემდეგ, ,,ფენერბაჰჩეს'' 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები