Belive

ლეონარდო ბონუჩი იუვენტუსის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი "ბებერი ქალბატონის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. იტალიელი მცველის მტკიცებით, ტურინულ კლუბში გატარებულმა ბოლო თვეებმა გავლენა იქონია როგორც იმიჯზე, ასევე ჯანმრთელობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ჯანმარკო დი მარციოც ადასტურებს. 

ლეონარდო ბონუჩის თქმით, ბოლო თვეებში "იუვენტუსში" სრულფასოვანი ვარჯიშის საშუალება არ ეძლეოდა. ფეხბურთელის თქმით, მას ისეთ ობიექტებზე ეზღუდებოდა წვდომა, როგორიცაა კლუბის სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი და რესტორანი. გარდა ამისა, ბონუჩი ამტკიცებს, რომ ვარჯიშების დროს გუნდის დანარჩენი წევრებისგან იზოლირებული იყო. იტალიელმა მცველმა ისიც განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის მოგება არა პირადი ანგარიშსწორების, არამედ პრინციპის საკითხია.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნებისმიერი თანხა, რომელსაც ლეონარდო კომპენსაციის სახით მიიღებს, ბავშვთა საავადმყოფოში გადაირიცხება. 

სხვა სტატიები