დე ლა ფუენტე: "მიეცით ოქროს ბურთი როდრის, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთმა ევრო 2024 ტრიუმფით დაასრულა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ფინალში ინგლისი დაამარცხა (2:1) და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა კონტინენტის საუკეთესოს ტიტული. UEFA-მ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა ნახევარდაცვის ლიდერი, როდრი დაასახელა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი ასევე ესპანელი, ლამინე იამალი გახდა.
მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლუის დე ლა ფუენტემ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა.
"უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ევროპის ჩემპიონობით. მიხარია, რომ მთელი შეჯიბრის განმავლობაში, უმაღლესი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ და ვერავინ იტყვის, რომ ეს ტიტული არ დაგვიმსახურებია.
რაც შეეხება ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე დასმულ კითხვას, მგონი კითხვები ზედმეტია - ოქროს ბურთი როდრიმ უნდა მოიგოს, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი და ფეხბურთელია.
გთხოვთ მას გადასცეთ ოქროს ბურთი, ის ამ პრიზს ყველაზე მეტად იმსახურებს." - ლუის დე ლა ფუენტე
ესპანელმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი ბოლოს 1960 წელს მოიგო - ეს ჯილდო ლუის სუარესმა დაიმსახურა. სუარესი ბარსელონაში 1955 წლიდან 1961 წლამდე თამაშობდა, კატალონიურ კლუბში ჩატარებულ 122 შეხვედრაში სუარესმა 61 გოლი გაიტანა.