ატლეტიკომ ფენერბაჰჩეს ლუკმანი წაართვა
ატლეტიკო მადრიდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ადემოლა ლუკმანის დამატებას გეგმავს - ესპანელებმა ატალანტასთან 40 მილიონი ევროს ღირებულების ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს (ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით).
ნიგერიელი თავდამსხმელის შეძენის მთავარი კანდიდატი იყო ფენერბაჰჩე იყო, თუმცა ატლეტიკომ მათი შეთავაზება გაათანაბრა. ესპანურმა გიგანტმა ლუკმანის ხელფასიც გაზარდა.
ლუკმანი ატალანტას დატოვებაზე გასულ ზაფხულიდან, ინტერთან ჩაშლილი ტრანსფერული საგის შემდეგ ცდილობს. ინტერმა შეარბილა თავისი პოზიცია ლუკმანთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში ატლეტიკოდან ჯაკომო რასპადორი დაიმატა.
28 წლის ფეხბურთელი, ამ სეზონში, საკლუბო დონეზე, საუკეთესო ფორმაში არ იყო, მაგრამ 2025 წლის აფრიკის ერთა თასზე ფორმა აღიდგინა. მან ტურნირზე სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც „სუპერ არწივები“ მესამე ადგილზე გაიყვანა.
ლუკმანმა გასულ სეზონში 20 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა. მან სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაში აჩვენა.
🚨🔴⚪️ Ademola Lookman to Atlético Madrid, here we go! The agreement is in place on every detail.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 1, 2026
€35m fixed fee, €5m add-ons to Atalanta and long term deal agreed by Lookman after decision last night.
Atlético, planning now for travel and medical next for the Nigerian. 🇳🇬 pic.twitter.com/soAS1eVVJZ