ლეონ გორეცკამ ასტონ ვილასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია
ასტონ ვილამ, სატრანსფერო ბაზარზე, სწრაფად იმოქმედა და ლეონ გორეცკასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. გორეცკა 2025/26 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა. 31 წლის ფეხბურთელს, "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი ამოეწურა. ახლა კი მის დასამატებლად, ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები აქტიურად იბრძვიან.
ასტონ ვილას ხელმძღვანალეობა გორეცკას ძალიან გონივრულ სამიზნედ მიიჩნევს. კლუბში განსაკუთრებით აფასებენ მის გამოცდილებას, ლიდერულ თვისებებსა და ფიზიკურ შესაძლებლობებს. ეს მახასიათებლები სრულიად შეესაბამება ემერის ტაქტიკურ ხედვას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.
ასტონ ვილამ, ამ ზაფხულს, გუნდიდან, ბევრი ფეხბურთელი გაუშვა, მაგარამ ისეთი მოთამაშეებიც დაიმატა, როგორებიც არიან იოან მანზამბი, მატეო რუჯერი და პარმას ყოფილი მეკარე, ზიონ სუზუკი. ახლა კი გუნდს, გორეცკას ტრანსფერის გაოფიციალურებამდე, ძალიან ცოტა აშორებს. ასტონ ვილა პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას, ხვალ, ბრაიტონის წინააღმდეგ ჩაატარებს.
🚨🟣🔵 Leon Goretzka to Aston Villa, here we go! Verbal agreement in place with the German midfielder after direct call with Unai Emery.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 22, 2026
Verbal green light to #AVFC project with club planning for medical and signature this upcoming week.
Documents ready - follows @MatteMoretto. pic.twitter.com/i6wnuKy1LS