ბაიერნმა მუსიალას ჯანმრთელობის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა
მიუნხენის ბაიერნმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც ჯამალ მუსიალას მენეჯმენტთან გამართული შეხვედრა დაადასტურა და ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.
„რეკორდმაისტერის“ ცნობით, მხარეებს შორის დიალოგი შედგა, რომლის მთავარი თემაც ახალგაზრდა ვარსკვლავის მდგომარეობა და მისი სრულფასოვანი რეაბილიტაცია იყო. მიუნხენურ კლუბში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მუსიალას ჯანმრთელობა ორივე მხარისთვის უმთავრესი პრიორიტეტია და ფეხბურთელი გამოჯანმრთელების გზაზე კლუბის სრული მხარდაჭერით ისარგებლებს.
Vor Abflug nach Lille: Konstruktiver Austausch mit Musiala-Management
— FC Bayern München (@FCBayern) November 25, 2026
Am gestrigen Dienstag fand zwischen dem FC Bayern München und dem Management von Jamal Musiala ein konstruktives Gespräch statt. Die Gesundheit des Spielers steht für beide Seiten über allem. Jamal Musiala… pic.twitter.com/EyUjCohhfd
ბოლო დღეებში გაჩენილი ჭორების ფონზე, ბაიერნმა და მოთამაშის ინტერესების დამცველმა სააგენტომ ერთობლივი განმარტებაც გამოაქვეყნეს. როგორც ირკვევა, ჯამალ მუსიალას პირველი სამედიცინო შემოწმება აბსანსის მსგავსი სიმპტომების გამო ჯერ კიდევ 2025 წლის 22 აპრილს ჩაუტარდა. კლუბის ინფორმაციით, ეს პროცესი ნევროლოგიური სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე, უშუალოდ ბაიერნისა და მისი სამედიცინო შტაბის სრული ჩართულობით წარიმართა. საგულისხმოა, რომ იმ პერიოდში ფეხბურთელი ისედაც უქმობდა აუგსბურგთან მიღებული კუნთის ტრავმის გამო, რის შემდეგაც მოედანს მხოლოდ ივნისში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დაუბრუნდა - ოკლენდთან (10:0) ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა სამი კვირის შემდეგ პსჟ-სთან მეოთხედფინალში კოჭის მძიმე დაზიანება და მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა მიიღო, რამაც კვლავ თვეებით ჩამოაშორა ფეხბურთს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია კონტრაქტის დეტალებიც, რომლებმაც მიმდინარე კვირის დასაწყისში პრესაში გაჟონა. როგორც ირკვევა, 2030 წლის ზაფხულამდე გათვლილი სარფიანი ხელშეკრულება მუსიალამ 2025 წლის თებერვლის შუა რიცხვებში გააფორმა - ანუ ორ თვეზე მეტი ხნით ადრე, ვიდრე ნევროლოგიური სიმპტომების გამო პირველ გამოკვლევას ჩაიტარებდა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაიერნი და ფეხბურთელის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს პარტნიორობისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით განაგრძობენ.
რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ ნაწილს, მიუნხენური გრანდი დღეს საღამოს თბილისის დროით 23:55 საათზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით სტუმრად ლილს დაუპირისპირდება, სადაც ჯამალ მუსიალა მატჩს, სავარაუდოდ, კვლავ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.