ლეო მესის მაისურები აუქციონზე ასტრონომიულ თანხად იყიდება
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ინტერ მაიამის" ლიდერის მაისურები, აუქციონზე ასტრონომიულ თანხად იყიდება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლეო მესის მიერ ნაცვამი 6 მაისური აუქციონზეა გამოტანილი და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა უკვე განათავსა 5.2 მილიონ დოლარიანი ბიდი.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აუქციონის გამართვის საბოლოო თარიღი 14 დეკემბერია და დიდია ალბათობა, რომ მაისურები გაცილებით უფრო მაღალ ფასად გაიყიდოს.
The auction for six of Lionel Messi's match-worn shirts from the World Cup started and will last until December 14.
— B/R Football (@brfootball) November 30, 2023
There's already been a bid for $5.2M 😳 pic.twitter.com/bBzPWQKqAf
შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის ტრიუმფით დასრულდა - ლეო მესი კი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.