Belive

მესი: "დიეგო, ზემოდან, ამ ყველაფრით, უდიდეს სიამოვნებას იღებს"

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მას შემდეგ, რაც არგენტინამ ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, ლეო მესიმ დიეგო მარადონა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება, მისთვის საჩუქარი იყო.

არგენტინელებმა ძალიან კარგად იცოდნენ ამ დაპირისპირების ისტორიული მნიშვნელობა და ფასი. 40 წლის წინ, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 - ფინალში, მარადონას "ღმერთის ხელმა" და "საუკუნის გოლმა", ინგლისი ტურნირს გამოთიშა. სიმბოლურია ისიც, რომ ეს 1/2 - ფინალიც, 1986 წლის მსგავსად, იგივე ანგარიშით, 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მესიმ აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებას, მარადონასთან განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა.

ეჭვგარეშეა, რომ დიეგო, ამ ყველაფრით, ზემოდან, უდიდეს სიამოვნებას იღებს. ეს დღე მისთვის განსაკუთრებული იყო. ბედნიერი ვარ, რომ მას ეს სიხარული ვაჩუქეთ და შეუძლია, ზემოდან ისე განიცადოს, როგორც თავად სურს. დაე დატკბეს ამით, რადგან ეს გამარჯვება მისთვისაც საჩუქარია. - ლეო მესი

მესიმ ისიც თქვა, რომ მატჩში განსაკუთრებული ატმოსფერო ეროვნული ჰიმნების შესრულების დროსაც იგრძნობოდა. არგენტინელთა კაპიტანმა აღიარა, რომ ასეთ შეხვედრებში ფეხბურთისა და ემოციების ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან რთულია.

ეროვნული ჰიმნების დროს, რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ინგლისელი გულშემატკივრების გუგუნი გვესმოდა. ისინი განსაკუთრებული ემოციით მღეროდნენ და ჩვენ ეს ვიგრძენით. მართალია ვიცოდით, რომ ეს საფეხბურთო მატჩი იყო, მაგრამ ხანდახან, ემოციების კონტროლი ძალიან რთულია. ჩვენ ჰიმნი ძალიან ემოცირად შევასრულეთ. ეს ყველაფერი ძალიან მძაფრად განვიცადეთ და სწორედ ამ განწყობით ვითამაშეთ. - ლეო მესი

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. ლეო მესის თავის ლეგენდარულ საფეხბურთო კარიერაში კიდევ ერთი ისტორიული შედეგის დაფიქსირების შანსი აქვს. შეუძლია, მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდეს. აქამდე მსგავსი რამ, მხოლოდ ორმა ნაკრებმა, იტალიამ (1934, 1938) და ბრაზილიამ (1958, 1962) შეძლო.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, 19 ივლისს, ნიუ ჯერსიში გაიმართება.

სხვა სტატიები