"ამას სხვა ვერავინ აკეთებს" - ბექჰემმა ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა
დევიდ ბექჰემმა, 2026 წლის ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად ლეო მესი დაასახელა. ყოფილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მესი ოქროს ბურთს იმსახურებს იმ გამორჩეულ;ი სეზონისთვის, რომელიც ჰქონდა. გუშინ, ინტერ მაიამიმ Campeones Cup-ი მოიგო. ლეომ კი, ამერიკული კლუბის მაისურით, მე-100 გოლი გაიტანა. მეორე გოლის დროს კი, კაზემიროს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ინტერ მაიამიმ, მექსიკური კურს ასული, 2:0 დაამარცხა. დევიდ ბექჰემმა, მატჩის დასრულების შემდეგ, BBC-სთან ინტერვიუში, არგენტინელის მიმართ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
როდესაც ხედავ, რომ მესი ასეთ რაღაცებს აკეთებს და იხსენებ, თუ რა შემოგვთავაზა მსოფლიო ჩემპიონატზე, უნდა აღიარო, რომ 39 წლის ასაკში, ამას სხვა ფეხბურთელი ვერ შეძლებს. ის ყველა დროის საუკეთესოა და გასულ წელს, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. ის, ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტებს შორის ყოფნას იმსახურებს და ჩემი აზრით, ჯილდოც უნდა მოიგოს. - დევიდ ბექჰემი
მესიმ, არგენტინის ნაკრებში, გამორჩეული მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა. მან, ტურნირზე, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინამ, ზედიზედ მეორედ, მუნდიალის ფინალიც ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ, ესპანეთთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ მესის, ოქროს ბურთი ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ აქვს მოგებული.
🚨 David Beckham: "Leo Messi should win the BALLON D'OR.
— All About Argentina 🛎🇦🇷 (@AlbicelesteTalk) September 17, 2026
"He was probably the best player of the World Cup, he had an incredible last year.
"To affect the World Cup, the way he did. There's no one at 39 years old that doing that and at that level..." pic.twitter.com/sJKoJC3vyx
სხვა სტატიები
მესიმ კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
1 დღის წინ ფეხბურთი
რაფინიამ მესის შედეგი გაიმეორა
1 დღის წინ ფეხბურთი