Belive

ლეო მესიმ მუნდიალის ფინალის დასრულების შემდეგ პირველი ემოციები გაიხსენა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ თავისი პირველი ფიქრები გაიხსენა.

"თავში ბევრი ფიქრი მიტრიალებდა. ძნელია ახსნა, როგორ გრძნობ თავს ასეთ მომენტებში. მთელი ცხოვრება ამ ოცნებისთვის ვიბრძოდი.

ეს იყო არამხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის, ახლობლებისა და მთელი არგენტინის მიზანი. ფინალის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: "ყველაფერი მოვიგე". თასი რომ დავინახე, არ მჯეროდა, რომ ჩვენი იყო. მაშინვე მომინდა მისი აღმართვა", - თქვა 8 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა.

"ინტერ მაიამის" ფეხბურთელს 2024 წლის გაზაფხულამდე დასვენება მოუწევს, იქამდე ვიდრე MLS-ში ახალი სეზონი დაიწყება.

სხვა სტატიები