Belive

ინტერ მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ინტერ მაიამი გახდა, ლეო მესის გუნდმა ფინალში ნიუ იორკ სიტი 5:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მაიამის გუნდი სუპერფინალში გავიდა, სადაც ვანკუნვერს დაუპირსიპირდება, სწორედ აქ მოგების შემდეგ გაირკვევა თუ ვინ არის MLS-ის საუკეთესო კლუბი.

ლეო მესიმ ერთ გოლში მიიღო მონაწილეობა, მან მატეო სილვეტის საგოლე გადაცემა გაუკეთა და კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეძლო. არგენტინელმა ლეგენდამ კარიერის მანძილზე 405 ასისტი დააგროვა, რითაც ფერენც პუშკაშის რეკორდი დაამხო (404).

ინტერ მაიამი სუპერფინალის შეხვედრას 6 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე გამართავს, მათი მეტოქე როგორც უკვე აღვნიშნეთ ვანკუვერი იქნება.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის ყველა გოლი:

სხვა სტატიები