ლეო მესი: "პსჟ-ში გადასვლა არც დაგეგმილი იყო და არც სასურველი, ბარსელონაში დარჩენა მინდოდა"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლეო მესიმ "ინტერ მაიამიში" გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი პრესკონფერენცია გამართა და მისი კარიერის ახალი ნაბიჯის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
"ვფიქრობ ამერიკის ლიგას პროგრესირების შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. ახლა ზრდისა და განვითარებისთვის იდეალური მომენტია. წინ მნიშვნელოვანი ტურნირებია, რომელიც ამ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩატარდება. მათ შორის 2024 წლის კოპა ამერიკა და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი.
დროა, რომ ლიგამ ძებნის პროცესი დაასრულოს და გააკეთოს ნახტომი, რადგან აქ ყველაფერი რიგზეა, რათა უმაღლესი დონის ფეხბურთი ვიხილოთ.
მთლიანად, აშშ-ში ფეხბურთის დონე ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, რაზეც ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგებიც მეტყველებს. მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავი, კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავდათ. ისინი მექსიკის ფეხბურთის დონეს უახლოვდებიან.
ლიგის თასმა ეს აჩვენა. ფინალში მექსიკის გუნდი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ, რეალობა ისაა, რომ ყველა მატჩი ძალიან დაძაბული იყო, ძალიან კონკურენტუნარიანი.
ნებისმიერ გუნდს შეუძლია მეტოქის დამარცხება, ვგრძნობ, რომ MLS-ის შემთხვევაშიც ასეა - მასპინძელი გუნდები სახლში ძლიერად გამოიყურებიან და სტუმრად გამარჯვების მოპოვება რთულია. ამის შესახებ მეტს ჩემი პირველი მატჩის შემდეგ გავიგებ.
ჩვენი გუნდი საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მწვრთნელი ხერარდო მარტინო მოვიდა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ მივაღწიეთ პირველ მიზანს, ეს არის კონკაკაფის ჩემპიონთა თასის შესარჩევი ეტაპი. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ფინალში.
ჩემი გადაწყვეტილება ბევრ რამეზე იყო დაფუძნებული. ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და გადაწყვეტილება ჩემს ოჯახთან ერთად მივიღე. მე აქ მოვედი, რომ ფეხბურთით სიამოვნება განვაგრძო. ეს არის ის, რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში სიამოვნებას მანიჭებდა - სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს ადგილი.
შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, არა მხოლოდ მოედანზე მიღებული შედეგების, არამედ ჩემი ოჯახის გამო, თუ როგორია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ჩვენ ვტკბებით ქალაქით და გულშემატკივრებით, რომელიც არაჩვეულებრივები არიან არა მხოლოდ მაიამიში, არამედ ზოგადად აშშ-ში. ჩვენ უნდა წავსულიყავით დალასში, როგორც სტუმარი გუნდი და ჩემს მიმართ მოპყრობა იყო შესანიშნავი. ამიტომ, მადლობელი ვარ ამ მომენტისთვის.
დიდი ხანია, რაც ხელოვნურსაფარიან მოედანზე არ მითამაშია, მაგრამ ადაპტაციაზე პრობლემა არ მაქვს.
რაც შეეხება ჩემს "პსჟ-ში" გადასვლას, ეს არც დაგეგმილი იყო და არც სასურველი, "ბარსელონას" დატოვება არ მინდოდა", - თქვა 7 ოქროს ბურთის მფლობელმა.
ლეო მესიმ "ინტერ მაიამის" შემადგენლობაში ლიგის ამერიკული კლუბების ლიგის თასზე გამართულ 6 მატჩში 9 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.