Belive

ლეგენდარული როკ-ჯგუფი 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს გახსნის

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული როკ-ჯგუფი ლინკინ პარკი 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს გახსნის. მატჩი 31 მაისს მიუნჰენის "ალიანც არენაზე" გაიმართება, ინფორმაციას უეფა ავრცელებს. მათი ცნობით, ჯგუფი შეასრულებს როგორც ძველ, ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობ სიმღერებს, ასევე ახალს.

ამ შემთხვევის აღსანიშნავად, ჯგუფმა ჩაწერა ახალი რემიქსი, რომელიც მათი საკულტო სიმღერების შერწყმა იქნება ჩემპიონთა ლიგის მუსიკასთან და ხმებთან ერთად.

ჩვენი ახალი ალბომით და მიმდინარე ტურით აღფრთოვანებულები ვართ. მოუთმენლად და მთელი ენერგიით ველით გულშემატკივრის წინაშე წარდგენას. ეს ჩვენთვის, როგორც ჯგუფისთვის სრულიად ახალი გამოცდილებაა. მსოფლიოს უამრავი მაყურებლის წინაშე ჩვენ რამდენიმე ძველ და ახალ სიმღერას შევასრულებთ. - ლინკინ პარკი

სხვა სტატიები