Belive

ხვიჩა კვარაცხელია ლევერკუზენთან გოლზე: "მეგონა ავაცილე"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, პსჟ სტუმრად ლევერკუზენში ჩავიდა და ბაიერი 2:7 გაანადგურა. პარიზელებს 3-დან 3 მოგება აქვთ და ლიგის ფაზის ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ.

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჯერ დეზირე დუეს გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა.

შეხვედრის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესოდ თამაში შეგვიძლია. დღეს მნიშვნელოვანი თამაში იყო - კარგია, რომ სწრაფად გავიტანეთ და მეტოქესაც ყველაფერში ვაჯობეთ.

ეს არ იყო მესიჯი კონკრეტულად მიუნხენის ბაიერნისთვის, ჩვენი ყველა თამაში გზავნილია მოწინააღმდეგე გუნდებისთვის - ჩვენ უბრალოდ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულები. წინ ბევრი მუშაობა და დიდი გზაა.

კარგი გოლი გამოვიდა, თუმცა თავიდან შემეშინდა, მეგონა ბურთი კარს ცდებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა. - განაცხადა ხვიჩა კვარაცხლიამ sport plus-თან ინტერვიუში

ჩემპიონთა ლიგის 2 შეხვედრაში, კვარაცხელიას, 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს დაგროვებული. მიმდინარე სეზონში, სწორედ ეს სამი საგოლე ქმედებაა ხვიჩას საკლუბო მონაგარი.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, პსჟ საკუთარ მოედანზე ბაიერნს უმასპინძლებს - მატჩი 5 ნოემბერს შედგება.

სხვა სტატიები