ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ჟიუსტ ფონტენი გარდაიცვალა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი - ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდი აქვს დამყარებული - მან 1958 წლის მუნდიალზე 13 გოლი გაიტანა, რომლის გაუმჯობესებაც დღევანდელ დღემდე ვერავინ ვერ შეძლო.
ფონტენი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად არის მოხსენიებული.
ლეგენდარულ ფრანგს ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი.