Belive

ენცო მარესკა: "როდრის ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მინდა კლუბში დარჩეს, ვნახოთ რა იქნება"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტიში დიდი ცვლილებების პერიოდია - პეპ გვარდიოლას ეპოქის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით საინტერესო სანახავი იქნება, თუ როგორ გამოიყურება გუნდი ენცო მარესკას ხელში. „ქალაქელებმა“ უკვე გაუშვეს რეინდერსი, თუმცა მთავარი სატრანსფერო ინტრიგა მაინც როდრის მომავალს უკავშირდება.

ესპანელი ნახევარმცველის დამატებით ბარსელონა და რეალი არიან დაინტერესებულნი და საპასუხო ნაბიჯს ყველა უახლოეს დღეებში ელის - შეძლებს თუ არა ბარსა მის საბოლოო ყიდვას.

შექმნილ სიტუაციასა და გავრცელებულ ჭორებს სიტის თავკაცი, ენცო მარესკაც გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, სატრანსფერო ფანჯარა ღიაა - ჩვენ შეგვიძლია ფეხბურთელების ყიდვაც და გაყიდვაც, ასე რომ, ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია. როდრი ახლახან ვნახე ბაზაზე, თბილად გადავეხვიე, მშვენიერ განწყობაზეა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე მას კლუბში დარჩენა ვთხოვე, რადგან მინდა, რომ ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყოს, დანარჩენი თავად უნდა გადაწყვიტოს და ვნახოთ როგორ დასრულდება ეს ამბავი..." - ენცო მარესკა

ესპანელი ვარსკვლავის ირგვლივ საგა პიკს აღწევს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი სულ ცოტა დრო რჩება, რაც პროცესს კიდევ უფრო დაძაბულს ხდის.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი ახალი სეზონის პირველ მატჩს,FA Community Shield-ზე გამართავს.

სხვა სტატიები