Belive

ლეანდრო ტროსარმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეანდრო ტროსარმა ყველა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმადაც, ლეანდრო ტროსარი სულ მალე ლონდონის “არსენალში” ითამაშებს. როგორც რომანო წერს, “ბრაიტონსა” და “მეთოფეებს” შორის შეთანხმება მიღწეულია. პერსონალური პირობები უკვე შეთანხმებულია და “არსენალი” ბელგიელში 27 მილიონ ფუნტს გადაიხდის. ასევე ჟურნალისტის ინფრომაციაზე დაყრდნობით, ტროსარი ოფიციალურად კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს.

ლეანდროს ამ სეზონში “თოლიების” რიგებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან 7-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

სხვა სტატიები