Belive

ლაუტარო მარტინესმა და ნიკოლო ბარელამ ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლაუტარო მარტინესმა და ნიკოლო ბარელამ მილანის "ინტერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმეს, ფეხბურთელები იტალიურ კლუბში 2029 წლამდე დარჩებიან.

არგენტინელ ფეხბურთელს ხელფასის სახით 9 მილიონი ევრო ექნება და +2 მილიონი ევრო ბონუსი.

ლაუტარო მარტინესი მილანურ კლუბში 2018 წელს გადავიდა, მას შემდეგ მან "ინტერის" მაისურით 282 შეხვედრა ჩაატარა, 129 გოლი გაიტანა და 43 ასისტი გააკეთა.

ნიკოლო ბარელა "ინტერს" 2020 წელს შეუერთდა, 235 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 22 გოლი და 51 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები