Belive

IFFHS-ის ვერსიით გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მეკარეებს შორის მესამეა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის საუეკთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი დაასახელა (კარიერაში პირველად).

55 ქულით მესამე ადგილი დაკავა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას'' მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მეორეადგილოსან უნაი სიმონს 36 ქულით ჩამორჩა.

მამარდამ არაერთ გამორჩეულ მეკარეს, მათ შორის ტიბო კურტუას, მაიკ მენიოსა და ჯანლუიჯი დონარუმას აჯობა.

2024 წლის 10 საუკეთესო მეკარე IFFHS-ის ვერსიით:

  1. ემილიანო მარტინესი - 167 ქულა

  2. უნაი სიმონი - 91 ქულა

  3. გიორგი მამარდაშვილი - 55 ქულა

  4. მაიკ მენიო - 52 ქულა

  5. ტიბო კურტუა - 28 ქულა

  6. იან ზომერი - 25 ქულა

  7. ანდრეი ლუნინი - 25 ქულა

  8. ჯანლუიჯი დონარუმა - 23 ქულა

  9. დავიდ რაია - 21 ქულა

  10. გრეგორ კობელი - 17 ქულა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია საუკეთესო მეკარეებს 1987 წლიდან ავლენს. 2023 წელს IFFHS-მა საუკეთესოდ ედერსონი დაასახელა. რეკორდი ჯანლუიჯი ბუფონს, იკერ კასილასსა და მანუელ ნოიერს ეკუთვნით, რომლებიც პირველად ადგილზე 5-5-ჯერ გავიდნენ.

სხვა სტატიები