ლაუტარო მარტინესის მძიმე ტრავმა - ნაკრების შეკრება დატოვა, შესაძლოა ლიგაზეც ვეღარ ითამაშოს
არგენტინის ნაკრების შეკრება, ტრავმის გამო: ლეო მესიმ და პაულო დიბალამ დატოვეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მათ, "ინტერის" 27 ფორვარდი - ლაუტარო მარტინესი შეემატა, რომლის ტრავმაც საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა.
ლაუტარო მარტინესმა დღეს, სამშობლოში სამედიცინო კვლევა ჩაიტარა, სადაც დადასტურდა, რომ მას დაუდგინდა კუნთოვანი დაზიანება ქვედა მარცხენა ბარძაყის არეში. კვლევის პასუხის შემდეგ, არგენტინის ნაკრების სამედიცინო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 27 წლის ფორვარდი სავარჯიშოდაც არ იყო მზად და კლუბში დაბრუნება გადაწყვიტეს.
ექიმების განმარტებით, ლაუტაროს ტრავმა პირველად სურათთან შედარებით მძიმე აღმოჩნდა, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს მას, თუმცა სავარაუდოა, რომ არგენტინელ ფორვარდს "ბაიერნის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩების გამოტოვება მოუწიოს.
ლაუტარო მარტინესს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 39 თამაშში, 18 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე გადაცემა შესრულებული.
არგენტინის საფეხბურთო ნაკრები 22 და 26 მარტს მთავარ კონკურენტებს დაუპირისპირდება. 22 მარტს "ალბისელესტე" ურუგვაის ესტუმრება, ხოლო 26 მარტს, ბუენოს აირესში, ბრაზილიას უმასპინძლებს.