ლაუტარო მარტინესი: "ასეთი მწვრთნელი გვჭირდებოდა"
მილანის ინტერის კაპიტანი, ლაუტარო მარტინესი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, კრისტიან კივუსთან მუშაობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ გუნდს სწორედ ასეთ სპეციალისტთან თანამშრომლობა სჭირდება.
"კივუსთან ურთიერთობა შესანიშნავია. სასიამოვნოა, რადგან მან იცის, როგორია ამ გასახდელში ფეხბურთელის სტატუსით ყოფნა, ის ყველაფერს ხვდება.
სწორედ მისნაირი მწვრთნელი გვჭირდება, რადგან კივუ გვეუბნება, რომ მოედანზე ყველა ჩვენი უნარი უნდა ვაჩვენოთ. გუნდი ყველაფერზე მაღლა დგას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა ახალი ენერგია ვიპოვოთ და ტიტულები მოვიგოთ.
სიმონე ინძაგი და კრისტიან კივუ მსგავსი მწვრთნელები არიან, ორივეს სურს, რომ ჩვენ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. კივუსთან ერთად უფრო მაღლა ვწევთ პრესინგის ხაზს, ვცდილობთ ბურთი მალევე დავიბრუნოთ. ეს არის ის, რასაც ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ და ამან ახალ სეზონში ბევრი უპირატესობა მოგვცა", - ამბობს ლაუტარო მარტინესი.
28 წლის არგენტინელ ვარსკვლავს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.
"ნერაძური" 13 ტურის შემდეგ დაგროვებული 27 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და ლიდერ მილანს მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. იტალიის ჩემპიონატში შემდეგი მატჩი კრისტიან კივუს გაწვრთნილმა გუნდმა 6 დეკემბერს, კომოსთან უნდა გამართოს, იქამდე კი ვენეციასთან, თასის ეგიდით 4 რიცხვში, ვენეციასთან უნდა ითამაშოს. ორივე მატჩი ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონმა საშინაო კედლებში უნდა ჩაატაროს.
სხვა სტატიები
ინტერი ერიკ გარსიას ტრანსფერით ინტერესდება
15 საათის წინ ფეხბურთი