Belive

გიორგი კვერნაძე სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა - Sofascore

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრაში ფროზინონემ კომო 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი მე-14 წუთზე ჯაკომო კალომ გაიტანა, ხოლო ორამდე სხვაობა 45+3 წუთზე გაზარდა გიორგი კვერნაძემ.

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ქართველმა ფეხბურთელმა, მეორე საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა და Sofascore-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: ლორენცო პალმისანი (ფროზინონე) - 10.0

მცველები: გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი) - 8.2, იერი მინა (კალიარი) - 8.1, ნუნო ტავარესი (ლაციო) - 8.4, ალექს ხიმენესი (ფიორენტინა) - 8.0

ნახევარმცველები: ადრიენ რაბიო (მილანი) - 8.2, მანუ კონე (რომა) - 9.1, კრისტიან პულიშიჩი (მილანი) - 8.4, გიორგი კვერნაძე (ფროზინონე) - 8.6

თავდამსხმელები: გუსტავო ვარელა (მონცა) - 8.2, ლაუტარო მარტინესი (ინტერი) - 8.7

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის საუკეთესო თერთმეტეული | Sofascore

ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მე-80 წუთზე შეცვალეს, როგორც უკვე გითხარით ერთი გოლი გიორგიმ გაიტანა და უდიდესი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში. კვერნაძემ 15 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 6-ში გაიმარჯვა, ბურთს 35-ჯერ შეეხო, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 3 წარმატებული გამოდგა, 13 გადაცემიდან 11 ზუსტი გამოდგა (85%), ერთხელ კარში დაარტყა და გოლი გაიტანა, 2-ჯერ დაუბლოკეს, ხოლო ერთხელ დარტყმული კარის ჩარჩოს აცდა.

გიორგი კვერნაძეს ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა, მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ფროზინონეს მეკარეს ლორენცო პალმისანის ჰქონდა.

ქართველის შეფასება კომოს წინააღმდეგ:

  • Flashscore: 8.0

  • Sofascore: 8.6

  • Whoscored: 7.7

ფროზინონე სერია A-ს ცხრილში 10 ქულით მე-5 პოზიციაზეა (3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 10 ოქტომბერს ნაპოლის წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი კვერნაძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები