გაზრდილი ხელფასი და ახალი კონტრაქტი: ინტერი კივუს არ გაუშვებს
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში, ვიცე-ჩემპიონი მილანის ინტერი ბოდო/გლიმტთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, გუნდის ხელმძღვანელობა, მთავარი მწვრთნელის, კრისტიან კივუს გაშვებას არ აპირებს. პირიქით, "ნერაძურიში" რუმინელი მწვრთნელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებასა და შემოსავლის გაზრდას გეგმავენ.
იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან. ახალი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი და მასში მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებაც გაზრდილი იქნება.
ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, რუმინელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ინტერი სერია A-ში დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანს 10 ქულით უსწრებს.