ლაციოს გულშემატკივარი, რომელმაც ედოარდო ბოვეს ლუდის ბოთლი ესროლა დაისაჯა
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კოპა იტალიის მეოთხედფინალში, სადაც "ლაციო" "რომას" დაუპირისპირდა მეორე ტაიმში ინციდენტი მოხდა.
"ლაციოს" გულშემატკივარმა ედოარდო ბოვეს ლუდის ბოთლი ესროლა, ამ ქმედების გამო რომის პოლიციამ ქომაგს 4 წლით სტადიონზე მისვლა და თამაშებზე დასწრება აუკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას La Repubblica აქვეყნებს.
Lazio supporter who three beer bottle at Edoardo Bove banned for 4 years https://t.co/B3i9zbEGPM
— RomaPress (@ASRomaPress) February 8, 2024
1/4-ფინალურ ეტაპზე "ლაციომ" "რომა" 51-ე წუთზე მატია ძაკანის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის წყალობით დაამარცხა. მატჩი 1:0 დასრულდა.
შემდეგ 1/2-ფინალურ ეტაპზე "ლაციო" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.