ლაციოს სპორტული დირექტორი: ,,ხამესს გუნდში არ ავიყვანდი და ავხსნი რატომ''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდში იტალიურმა მედიამ ხამეს როდრიგესი ,,ლაციოს'' დაუკავშირა. ინფორმაცია რომაული გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ანჯელო ფაბიანიმ უარყო:
,,ხამესს გუნდში არ ავიყვანდი და ავხსნი რატომ - ის 33 წლისაა და ბოლო რამდენიმე წელია 12-13 მატჩზე მეტი არ ჩაუტარებია.
კოპა ამერიკაზე მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვართ კონცენტრირებულნი. კოლუმბიელის 1 ან 2 წლით გაფორმება ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება, ამიტომ სხვა ვარიანტს ავირჩევთ.'' - ანჯელო ფაბიანი
ხამეს როდრიგესი ამ მომენტისთვის ,,სან პაულუს'' ეკუთვნის, თუმცა, ბრაზილიური მედიის ცნობით, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
კოლუმბიელმა რამდენიმე კვირის წინ კოპა ამერიკაზე ითამაშა, სადაც ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ხამესი ეროვნულ გუნდთან ერთად ტურნირის ვერცხლისმედალოსანი გახდა.