რომელ ადგილზეა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები? ფიფას განახლებული რეიტინგი
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის შეხვედრების შემდეგ, ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები კვლავ 74-ე ადგილს იკავებს:
ისლანდია
კაბო ვერდე
იორდანია
ჩრდ. მაკედონია
საქართველო
ფინეთი
ისრაელი
მონტენეგრო
ცვლილებები არ შეეხო პირველ ოთხეულს, რომელსაც ისევ ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი და ინგლისი იკავებენ, თუმცა 2 პოზიციით დაწინაურდა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა მაროკომ. ათეულიდან დაქვეითდა მექსიკის ეროვნული ნაკრები და ახლა მე-13 ადგილზეა.
რეიტინგში ყველაზე დიდი პროგრესი ლიბიას აქვს, რომელიც 7 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 106-ე პოზიციაზეა, ყველაზე მეტი - 8 ადგილით მავრიტანია დაქვეითდა.
მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში:
ესპანეთი
არგენტინა
საფრანგეთი
ინგლისი
მაროკო
პორტუგალია
ბრაზილია
ბელგია
ნიდერლანდები
კოლუმბია