Belive

ლაშა დვალი რედინგში ირიცხებოდა, მაგრამ კონკრეტული მიზეზის გამო გუნდში ვერ დარჩა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ზე მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელის შესახებ ბრიტანული საიტი წერს, footballleagueworld იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ლაშა დვალი ინგლისურ გუნდ "რედინგში" ირიცხებოდა, მაგრამ სამუშაოს პრობლემის ნებართვის გამო მისი კარიერა სხვაგვარად განვითარდა.

სტატია, რომელსაც ბრიტანული საიტი გვთავაზობს:

ლაშა დვალი "რედინგისთვის" საინტერესო აღმოჩენად გამოიყურებოდა, როდესაც ის კლუბს 2013 წელს ლატვიური გუნდიდან "სკონტოდან" შეუერთდა. იმ დროს მას განიხილავდნენ, როგორც პერსპექტიულ მოთამაშეს სამომავლო გეგმებისთვის ჯეიკ კუპერთან, ალექს პირსთან და შონ მორისონთან ერთად. გუნდში კიდევ იყო ერთი პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშე, ცენტრალური მცველი მაიკ ჰექტორი, ვისთვისაც ლაშა დვალს პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრებისთვის კონკურენცია უნდა გაეწია.

ინგლისში დიდი ხნის ვერ გაჩერების მიზეზი კონკურენცია ან რამე ამდაგვარი არ ყოფილა, არამედ დვალს არ შეეძლო მუშაობის ნებართვის აღება, რათა "რედინგის" რიგებში შეძლებოდა თამაში, ამის გამო ის იჯარით თავის ყოფილ კლუბ "სკონტოში" გაემგზავრა, შემდეგ კი თურქულ "ქასიმფაშაში", ეს იქამდე ხდებოდა სანამ ფეხბურთელის პრობლემა ბერკშირში (უბანი ინგლისში) არ მოგვარდებოდა.

საფეხბურთო კარიერის გამო, მას ინგლისიდან წასვლა მოუწია, მას იქ არასდროს უთამაშია და ლაშას გუნდიდან წასვლას ბევრი გულშემატკივარი აპროტესტებდა.

ლაშა დვალი ცხოვრება რედინგის შემდეგ

ბერკშირიდან წასვლის შემდეგ იგი იმდროინდელ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ "დუისბურგში" გადავიდა, სადაც კონტრაქტის გაუქმებამდე მხოლოდ მცირე პერიოდი გაატარა.

შემდეგ სამი წელი გაატარა პოლონეთში, ითამაშა ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში, ასევე ასპარეზობდა ყაზახეთში, სანამ 2019 წლის ზამთრის ფანჯრის დროს უნგრეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "ფერენცვაროშში" არ გადავიდა. - footballleagueworld
დვალმა უნგრეთში ყოფნის დრო შესანიშნავად გამოიყენა, რადგან მან შეძლო ევროპა და ჩემპიონთა ლიგის როგორც საკვალიფიკაციო, ასევე ჯგუფური ეტაპის მატჩებში მონაწილეობის მიღება.

ჩემპიონთა ლიგაზე მან ითამაშა, ისეთ გუნდებთან როგორებიცაა: "ბარსელონა" და "იუვენტუსი", ეს 29 წლის ფეხბურთელისთვის საოცარი გამოცდილება იყო, რომელიც ახლა კვიპროსულ "აპოელში" ასპარეზობს. ნიქოზიაში თამაში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გუნდმა გამოცდილება შესძინა და მასზე კარგად იმოქმედა. ლაშამ საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი პენალტი შეასრულა და თავის ნაკრებს ევრო 2024-ზე გასვლაში დაეხმარა, სადაც შემდეგ გერმანიაში იასპარეზა. - footballleagueworld
29 წლის ასაკში მას საკმაოდ დიდი სათამაშო გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანაში და ჯერ კიდე აქვს დრო, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს.

"რედინგის" გულშემატკივრები იმედგაცრუებულები იყვნენ, რადგან ლაშა დვალი მათ არასდროს უნახავთ. არიან ფეხბურთელები, რომელთა შენარჩუნებაც "რედინგს" შეეძლო, მაგალითად ლაშას გარდა იყვნენ მაიკლ ანტონიო და ჯეკ სტეისი, ისინი ყველაზე ადვილად გასახსენებლები არიან.

დვალის პროგრესი ბერკშირიდან წასვლის შემდეგ არც ისე აშკარა იყო ორი მიზეზის გამო:

ჯერ ერთი ის, რომ "რედინგიდან" წასვლის შემდეგ მას ინგლისიდან მოშორებით მოუწია თამაში და მეორეც მას გარკვეული დრო დასჭირდა, რომ სტაბილურად ეთამაშა, რადგან გერმანია მას ამაში ვერ დაეხმარა.

მაგრამ ახლა ის საერთაშორისო დონეზე უდიდეს სცენაზე ასპარეზობს და თამაშობს, იმ გუნდში, რომელმაც გასულ სეზონში კონფერენც ლიგაზე იასპარეზა.

დვალი შეიძლებოდა ყოფილიყო "რედინგისთვის" შესანიშნავი ფეხბურთელი, რადგან ყველაფერი გამოჩნდა რატომაც ამას ვამბობთ. ქართველი ფეხბურთელი ახალგაზრდა იყო როდესაც ბერკშირში შეეძლო ასპარეზობა და იქ დიდხანს დარჩენა, ამ სტაბილურობას შეეძლო ის კიდევ უკეთესი ფეხბურთელი გაეხადა, ვიდრე ახლაა.

მისი ყოფნით შეიძლებოდა გუნდსაც დახმარებოდა იმით, რომ არ დაეხარჯათ მილიონიანი კონტრაქტები, რომლებმაც მოლოდინი ვერ გაამართლეს, მათ შორის იყო 3.75 მილიონ ფუნტიანი ტიაგო ილორი.

ქართველი არა მხოლოდ მოედანზე იყო საჭირო ფიგურა, არამედ სოლიდური თანხით სხვა კლუბში გაყიდვაც შეიძლებოდა.

ის ფაქტი, რომ მცველი ევრო 2024-ზე გამოჩნდა, მიანიშნებს იმას, რომ "რედინგი" 2013 წელს მისი აყვანით სწორი იყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში კლუბს ცუდი პერიოდი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ჰყავდათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი.

ფაქტობრივად, ბოლო წლების გათვალისწინებით ინგლისურ კლუბში რამდენიმე კარგი მოთამაშე აკადემიიდან აღზევდა, მაიკლ ოლისე შემდეგ "კრისტალ პალასში" გადავიდა, ომარ რიჩარდსი მიუნხენის "ბაიერნში", შემდეგ კი სხვა კლუბებში თამაში გააგრძელა და ტომ ჰოლმსი იყო კიდევ ერთი, რომელიც "ლუტონ თაუნში" გადავიდა.

დვალიც შესანიშნავი ფეხბურთელი შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ სამუშაო ნებართვის პრობლემამ მას ხელი შეუშალა, რომ "რედინგში" დარჩენილიყო. - footballleagueworld

სხვა სტატიები