ლაპორტა: "ფინანსები გვაძლევს საშუალებას, რომ ნიკო დავიმატოთ"
ნიკო ვილიამსი ევრო 2024-ზე შესანიშნავად ასპარეზობს და უკვე გავრცელდა ჭორები, რომ მისით დამატებით მრავალი კლუბია დაინტერესებული. ყველაზე აქტიურად "ბარსელონას" შესახებ იწერება. კატალონიელები ნიკოს დამატების ერთ-ერთი ფავორიტები არიან. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბარსელონას" ვილიამსის დამატების სახსრები აქვს.
ნიკო ძალიან მომწონს. შემიძლია გითხრათ, რომ ფინანსები გვაძლევს საშუალებას, რომ ნიკო დავიმატოთ. ეს ის შედეგია, რომელზეც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, ამ დონის ტრანსფერის შესრულება შეგვიძლია. - განაცხადა ჟოან ლაპორტამ
🚨🔵🔴 Barça president Laporta on Nico Williams: “I like Nico, a lot. I can say that financially we can make it happen”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 8, 2024
“It’s result of work that has been done over all these years to reach this point. We could, of course, face a signing of this level”, told Catalunya Radio. pic.twitter.com/VtzoIbalK5
ნიკო ვილიამსი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალშია. "ფურია როხას" მოწინააღმდეგე საფრანგეთი იქნება. აღსანიშნავია, რომ დე ლა ფუენტეს გუნდს ლე ნორმანი, კარვახალი და პედრი ვერ დაეხმარებიან.
აღნიშნული მატჩი დღეს 23:00 საათზეა ჩანიშნული.