ჰანსი ფლიკი: "საშინლად ვითამაშეთ და სწორედ ამიტომ, მსაჯებზეც არაფერს ვიტყვი"
ლა ლიგის 24-ე ტურში, ბარსელონა ჟირონას ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი მატჩი 2:1 დათმო, რითაც ბარსელონამ ლა ლიგაში ლიდერობა დაკარგა და მეორე პოზიციაზე დაქვეითდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი ტაიმის მიწურულს, კატალონიურმა გრანდმა, კერძოდ კი ლამინე იამალმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში კი თამაშში ბარსელონამ გახსნა ანგარიში, თუმცა კლუბი მაინც დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, ბარსელონას გერმანელმა თავკაცმა - ჰანსი ფლიკმა, საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"გამარჯვებული? ამაზე საუბარი არ მინდა. ყველამ ნახა, რა მოხდა მეორე გოლის დროს, მაგრამ მსაჯებზე ვერაფერს ვიტყვი. ჟირონამ მოგება დაიმსახურა. თავს ძალიან ცუდად ვიცავდით, განსაკუთრებით გარდამავალ ფაზაში. ძალიან გახსნილები ვიყავით, ნახევარდაცვა სწორად არ პოზიციონირებდა. ბევრი შეცდომა დავუშვით.
გუნდს ორდღიან დასვენებას ვაძლევ. ფეხბურთელებს ეს სჭირდებათ. ისინი ძალიან გადაიღალნენ და ეს ბოლო თამაშებში კარგად გამოჩნდა.
დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. პირველ ნახევარში რამდენიმე მომენტი გვქონდა. პენალტი შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ვერ გამოვიყენეთ. იმ მომენტშიც იგრძნობოდა, რომ ცოტა გადავიღალეთ.
რატომ არ ჩაერთო VAR საქმეში? არ ვიცი. ჩემთვის ეს აშკარა ჯარიმა იყო. სათქმელი მეტი არაფერია. საკითხი აშკარაა, მაგრამ ეს საბაბი არაა.
მომდევნო კვირაში პედრი და რაშფორდი დაგვიბრუნდებიან. ვიმედოვნებთ, გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს გავიც. დარწმუნებული ვარ, უკეთ ვითამაშებთ.
მსაჯები ჩვენი თამაშის დონეზე არიან. კარგად რომ გვეთამაშა, ალბათ, მსაჯობაზე უფრო მეტად ვიჩხუბებდი ან ვისაუბრებდი, მაგრამ დღეს ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით." - ჰანსი ფლიკი
ასე და ამგვარად, ბარსელონას მძიმე პერიოდი დაუდგა - გუნდი დიდი ალბათობით თასიდანაც გამოვარდება, სადაც ატლეტიკოსთან პირველი მატჩი 4:0 დათმეს, ხოლო ახლა ლა ლიგაში პირველობა დაკარგეს და 'სამეფო კლუბს' 2 ქულით ჩამორჩებიან.
ბარსელონა შემდეგ მატჩს 22 თებერვალს, ლევანტეს წინააღმდეგ გამართავს.