"რატომ არ გადავედი რეალში?" - ნეიმარმა გულახდილად ისაუბრა
19 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი არაერთი საინტერესო თემის შესახებ საუბრობს და კარიერის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს იხსენებს.
"კინაღამ მიუნხენის "ბაიერნში" გადავედი. პუშკაშის ჯილდოს მოგების შემდეგ მამაჩემმა ღამის 2 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ კარი გამეღო, ტანზეც არ მეცვა, კარი გავაღე და ის და პეპ გვარდიოლა დამხვდნენ.
პეპმა მითხრა: "შენთან კონტრაქტის გაფორმება მინდა, იმ გუნდში წაგიყვან, რომელშიც მე მივალ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გაქცევ", ფურცელი ამოიღო, ლეპტოპი გახსნა, მითხრა, როგორ ვითამაშებდი... თქვა: "თუ სეზონში 60 გოლს არ გაიტან, გუნდს დავტოვებ".
მე ვუთხარი: "კარგი, მაგრამ რომელი გუნდი?" პეპმა თქვა: "ჯერ ვერ გეტყვით, რადგან ჯერ არ გასაჯაროებულა". მე დავარწმუნე და მითხრა, რომ "ბაიერნთან" კონტრაქტს აწერს ხელს და დაამატა: "ვიცი, რომ ცივი ქალაქია, მაგრამ მე შენზე ვიზრუნებ".
შემდეგ, "ბარსელონაში" გადასვლა გადავწყვიტე.
"რეალის" შეთავაზება კარტ ბლანში გახლდათ, მათ მითხრეს, რომ შემეძლო მიმეღო ყველაფერი, რაც მსურდა... მაგრამ გულის სიღრმეში "ბარსა" მინდოდა. მადრიდის "რეალში" სამჯერ მეტს ვიშოვიდი. ფლორენტინო პერესი ყოველთვის მაფასებდა. მაგრამ რონალდინიო "ბარსელონაში" თამაშობდა, მე კი მესისთან ერთად თამაში მინდოდა.
მესის პენალტების დარტყმაში დავეხმარე. ვარჯიშზე ვიყავით და მკითხა: "პენალტებს როგორ ურტყამ? ჭკუიდან მშლი? შენ მესი ხარ, მე თუ შემიძლია, შენც აუცილებლად შეძლებ, მერე ვაჩვენე და მან ვარჯიში დაიწყო", - ამბობს ნეიმარი.
ნეიმარი მშობლიურ გუნდში, "სანტოსში" 2025 წლის დასაწყისში დაბრუნდა და 6 მატჩში 2 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.