"ზედმეტი თავდაჯერებულობა დაუშვებელია" - ვილიან პაჩო ვილიარეალთან მატჩამდე
ვილიან პაჩომ თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ ვილიარეალთან მატჩის წინ, ზედმეტი თავდაჯერებულობა დაუშვებელია. პარიზელებს, ყველა ტურნირზე, ზედიზედ ცხრა გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ეკვადორელი მცველი მიიჩნევს, რომ ესპანური გუნდი ამჟამინდელ შედეგებზე ბევრად უკეთესს იმსახურებდა.
'ყვითელი წყალქვეშა ნავი', ლა ლიგაში, 12 ქულით, მე-9 პოზიციაზეა. ამის მიუხედავად, პაჩო მეტოქის შესაძლებლობებს სათანადოდ აფასებს და აღნიშნავს, რომ ბურთის ფლობა და თამაშის კონტროლი ესპანურ გუნდს კარგად გამოსდის.
მცველმა ლუის ენრიკე და მარკინიოსიც შეაქო. გუნდის წარმატების მთავარ ფაქტორად კი, ერთიანობა დაასახელა. მისი თქმით, მწვრთნელს ფეხბურთელების კარგად ესმის, ხოლო შემადგენლობაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების მიუხედავად, გუნდი მაღალ სათამაშო დონეს ინარჩუნებს.
ვილიარეალი ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, დორტმუნდისა და ლივერპულის წინააღმდეგ, უკეთეს შედეგებს იმსახურებდა. მათ ბურთის ფლობა და თამაშის კონტროლი შეუძლიათ. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი განსხვავებულია - ეს უმაღლესი დონეა და ზედმეტი თავდაჯერებულობის უფლება არ გვაქვს.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ის განსაკუთრებული მწვრთნელია. მან იცის რა სჭირდებათ ფეხბურთელებს. მარკინიოსი კი წარმოუდგენელი მოთამაშეა. როდესაც ვინმე გვაკლია, მის ადგილს სხვა იკავებს და იმავე დონეზე თამაშობს. ჩვენ, ინდივიდუალურ აღიარებაზე მეტად, გუნდურ წარმატებას ვაფასებთ - ეს მოტივაციას გვაძლევს, რომ მუშაობა გავაგრძელოთ. - ვილიან პაჩო
🗣️ Willian Pacho: "Nunca hay que confiarse demasiado"
— Paris Saint-Germain (@PSG_espanol) November 2, 2026
🔗 https://t.co/OY0t0R0LV4 pic.twitter.com/ryjBh3XzYN